ბოლო 5 კვირაში ჩინეთში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
13/04/2020 05:35:03 მსოფლიო
ბოლო 5 კვირაში ჩინეთში ახალი კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირების 108 შემთხვევიდან 98 იმპორტირებულია. ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ვირუსის მეორე ტალღა დაიწყოს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 82 160-ს მიაღწია,. გარდაცვლილია 3341 ადამიანი.


