Accentnews.ge
ერდოღანმა შს მინისტრის თხოვნა თანამდებობის დატოვების თაობაზე არ დააკმაყოფილა

ერდოღანმა შს მინისტრის თხოვნა თანამდებობის დატოვების თაობაზე არ დააკმაყოფილა

12/04/2020 22:11:59 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს თხოვნა თანამდებობის დატოვების თაობაზე არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში 48–საათიანი ე.წ. კომენდანტის საათის შემოღების შედეგად სასურსათო მაღაზიებთან წარმოქმნილი გრძელი რიგები დადგა, რამაც თავის მხრივ, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკები გაზარდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კომენდანტის საათის 48 საათით ამოქმედების შესახებ 10 აპრილის საღამოს განაცხადა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა, ხოლო ინფცირებულთა რაოდენობამ – 55 000–ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S