ბოჩელიმ იტალიელების გასამხნევებლად დუომოს ტაძარში „ავე მარია“ შეასრულა (ვიდეო)
12/04/2020 21:43:49 მსოფლიო
პანდემიის გამო მილანის ისტორიული დუომოს ტაძარი ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვა კათოლიკური ტაძრები მომლოცველებისთვის დაკეტილია. უკვე რამდენიმე კვირაა, მღვდელმსახურები ლოცვას ან მარტოობაში ან მრევლის წევრების ფოტოებთან ერთად აღავლენენ.
აღდგომის ღამეს საოპერო მომღერალმა ანდრეა ბოჩელიმ იტალიელები მილანის დუომოს ტაძრიდან „იმედის მუსიკით“ გაამხნევა. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მომღერალმა "Ave Maria" და "Sancta Maria“ შეასრულა.
„ეს იყო უპრეცენდენტო შესრულება ჩემს ცხოვრებაში. პანდმიის გამო წლევანდელი აღდგომის წმინდა ღამე მტკივნულია, რომელიც ჩემს მოგონებებში სამუდამოდ დარჩება“,– განაცხადა ბოჩელიმ.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა იტალიის საავადმყოფოებს 140 000 აშშ დოლარი გადაურიცხა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19–მა 19 899 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 156 363, გამოჯანმრთელებულია 34 211.


