მე–4 დღეა, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება
12/04/2020 20:29:38 მსოფლიო
მე–4 დღეა, საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება.
12 აპრილს ქვეყანაში Covid-19-მა ადამიანი 561 იმსხვერპლა, 11 აპრილს – 635 , 10 აპრილს – 987, 9 აპრილს – 1 341.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 14 393 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 132 591, გამოჯანმრთელებულია 27186


