Accentnews.ge
ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა

12/04/2020 20:24:57 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ახალი თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში 24 საათში 4000–ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილის საღამოდან 12 აპრილის საღამომდე ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა.

12 აპრილს Covid-19–ით თურქეთში 97 ადამიანი გარდაიცვალა და 4800 დაინფიცირდა.

  • 11 აპრილი – 95 გარდაიცვალა და 5 138 დაინფიცირდა.
  • 10 აპრილი – 98 გარდაიცვალა და 4747 დაინფიცირდა
  • 9 აპრილი – 96 გარდაიცვალა და 4 056 დაინფიცირდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაავადებამ 1198 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 56 956, გამოჯანმრთელებულია 3446.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S