თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს
12/04/2020 19:27:13 მსოფლიო
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ თანამდებობას ტოვებს. მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში 48–საათიანი ე.წ. კომენდანტის საათის შემოღების შედეგად სასურსათო მაღაზიებთან წარმოქმნილი გრძელი რიგები გახდა, რამაც დაავადების გავრცელების რისკები გაზარდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კომენდანტის საათის 48 საათით ამოქმედების შესახებ 10 აპრილის საღამოს განაცხადა.
სულეიმან სოილუს თქმით, ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, რის გამოც თანამდებობას ტოვებს.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა, ხოლო ინფცირებულთა რაოდენობამ – 55 000–ს.


