მე–2 დღეა, გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება
12/04/2020 10:55:47 მსოფლიო
მე–2 დღეა, გერმანიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, 12 აპრილს ქვეყანაში დაავდებამ 129 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 2 821, 10 აპრილს კორონავირუსით 171 ადამიანი გარდაიცვალა და 4133 დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–ით 2 673 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 120 479.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 109 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 700 000–ს გადააჭარბა, 407 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


