Accentnews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტი: "ხანდაზმულები იზოლაციაში შესაძლოა, წლის ბოლომდე დარჩნენ"

ევროკომისიის პრეზიდენტი: "ხანდაზმულები იზოლაციაში შესაძლოა, წლის ბოლომდე დარჩნენ"

12/04/2020 10:36:18 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ხანდაზმულები შესაძლოა, იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ.

„ვიცი, ეს ძნელია და იზოლაცია ტვირთია, მაგრამ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და დავიცვათ დისციპლინა. ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ უფრო ადრე ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით, ვიდრე ხანდაზმულები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონენი“, - განაცხადა მან.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ლაბორატორიები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებას მალე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ხანდაზმულებს სახლიდან გამოსვლა გადაუდებელი საჭიროების გარდა, ეკრძალებათ.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 109 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 700 000–ს გადააჭარბა, 407 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S