მე–8 დღეა, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება
12/04/2020 10:23:42 მსოფლიო
მე–8 დღეა, ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. 12 აპრილს ქვეყანაში Covid-19–მა 619 ადამიანი იმსხვერლა და 4167 დაინფიცირდა.
- 10 აპრილი – 605 აგარდაიცვალა და 4576დაინფიცირდა
- 9 აპრილი – 683 გარდაიცვალა და 5700 დაინფიცირდა
- 8 აპრილი – 757 გარდაიცვალა და 6180 დაინფიცირდა
- 7 აპრილი – 743 გარდაიცვალა და 5478 დაინფიცირდა
- 6 აპრილი – 637 გარდაიცვალა და 4 273 დაინფიცირდა
- 5 აპრილი – 674 გარდაიცვალა და 6 023 დაინფიცირდა
- 4 აპრილი – 809 გარდაიცვალა და 7 026 დაინფიცირდა
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში COVID-19–მა 16 606 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 163 027, გამოჯანმრთელებულია 59 109.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 109 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 700 000–ს გადააჭარბა, 407 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


