Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

12/04/2020 09:45:15 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 52 167 ინფიცირებული, 1101 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1058 ინფიცირებული, 11 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1013 ინფიცირებული, 13 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 15 770 ინფიცირებული, 130 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 109 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 700 000–ს გადააჭარბა, 407 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S