
სააკაშვილმა კლიჩკოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა
07/06/2019 13:19:31 სხვა, მსოფლიო
საქართველოს ექს–პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე, უხელმძღვანელოს მის პოლიტიკური პარტია “უდარს“.
„მიუხედავად იმას, რომ ვთვლი ვიტალი კლიჩკომ ძალიან ღირსეული შემოთავაზება გაგვიკეთა, ჩვენ ამ გაერთიანებაზე არ უნდა წავიდეთ, რადგან გავქვს მკაფიო იდეოლოგია, მკაფიო პრინციპები და არასდროს არ მივდიოდით ჩვენი პრინციპების საზიანოდ კომპრომისზე. უმრავლესობამ, ვინც ჩვენთან შემოვიდა თქვეს, რომ მათთვის ამ გაერთიანებაზე წასვლა პრინციპებთან მიმართებაში კომპრომისი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ წავალთ. მე უკრაინაში არ ჩამოვსულვარ თანამდებობის საძებნელად, უკრანაში არ დავბრუნებულვარ იმისთვის, რომ პოლიტიკაში ნებისმიერ ფასად ვიყო. აქ საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად არ ჩამოვსულვარ, რადგანაც ჰოლანდიაში ჩემი ცხოვრება საკმარისად მაქვს მოწყობილი. მე აქ დავრუნდი უკრაინის დასახმარებლად, უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის: 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა. 29 მაისიდან კი სააკაშვილი კიევში იმყოფება. 30 მაისს საქართველოს პროკურატუმ განაცხადა, რომ თბილისი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას კვლავ ითხოვს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის მერმა სააკაშვილს "უდარის" თავმჯდომარეობა შესთავაზა.