24 საათში რუსეთში კორონავირუსის 2 000–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
12/04/2020 07:35:59 მსოფლიო
ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 2186 შემთხვევა დადასტურდა,– ამის შესახებ რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანის 82 რეგიონში ინფექციით 15 770 ადამიანია დაავადებული, გარდაიცვალა 130 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1291.


