Accentnews.ge
ეკატერინე ფანგანი: "ლუი ვიუტონი" და "პრადა" ჩვენი 50–თეთრიანი ნატურალური დოლბანდის "ფეიქებს" კერავენ, ერთი იტალიისთვის და მეორე საფრანგეთისთვის"

ეკატერინე ფანგანი: "ლუი ვიუტონი" და "პრადა" ჩვენი 50–თეთრიანი ნატურალური დოლბანდის "ფეიქებს" კერავენ, ერთი იტალიისთვის და მეორე საფრანგეთისთვის"

11/04/2020 19:13:30 ეკონომიკა

"და ახლა ქართული ვისაც არ მოგწონთ, ჩვენი 50–თეთრიან ნატურალური დოლბანდის "ფეიქებს" ,,პრადა“ და ,,ლუი ვიტონი“, ეს გიგანტი მოდის სახლები კერავენ - ერთი იტალიისთვის და მეორე საფრანგეთისთვის",- ამის შესახებ ტელეწამყვანი ეკატერინე ფანგანი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქართული პირბადებიის მწარმოებელი ქარხანა მანამდე "ნაიკის" რამდენიმე ხაზსს კერავდა.

"ესეც ასე, ჩემო მეგობრებო - ჩვენი ქართული წარმოების 50 თეთრიანი პირბადეები ხომ დავიწუნეთ, ეს დიზაინი ამოტოლა ქართველებს როგორ გვაკადრესო? ,,პრადა“ და ,,ლუი ვიტონი“ ხომ ყველამ ვიცით? ამ ორ ბრენდს ვინც ვერ შევწვდებოდით, ჩინური ფეიქებს ხო მოვირგებდით? ხო და ახლა ქართული ვისაც არ მოგწონთ, ჩვენი 50 თეთრიან ნატურალური დოლბანდის ფეიქებს კერავენ ეს გიგანტი მოდის სახლები ერთი იტალიისთვის და მეორე საფრანგეთისთვის და რომ გამოვა გაყიდვაში, თქვენც მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა, ალბათ, კაი 500 ევროდ, ოღონდ ფეიქები ხარისხით არ ვარგა ხოლმე და მაინც, გადაამოწმეთ. არამგონია, ისინიც 12 და 14 შრიანი ნატურალური დოლბანდისგან იყოს. ისე, ვინც არ იცით, ქართული პირბადებიის მწარმოებელი ქარხანა მანამდე Nike -ს რამდენიმე ხაზსს კერავდა. ხუმრობა იქით იყოს და იმედია ეს პირბადეები ცოტათი მაინც დაეხმარება იმ ქვეყნებსა და იმ ხალხს, რომლებსაც ახლა ასე უჭირთ. ღმერთო, მადლობა საქართველოსთვის, მადლობა რომ აქ დავიბადე და მადლობა, რომ ქართველი ვარ, რითიც ყოველთვის ვამაყობდი. გული მიგრძნობს, მალე ყველა უფრო მეტად ვიამაყებთ! P.S. უმადურობა ერთი-ერთი მძიმე სენია, ეს გვახსოვდეს და თან გვახსოვდეს დარჩი სახლში, მალე ყველაფერი კარგად იქნება“,- წერს ეკატერინე ფანგანი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S