საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა
10/04/2020 20:27:07 მსოფლიო
საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. 10 აპრილს ქვეყანაში Covid-19-მა 987 ადამიანი ისხვერპლა, 9 აპრილს – 1 341.
10 აპრილს გარდაცვლილთაგან 554 საავადმყოფოებში დაიღუპა, 433 – მოხუცებულთა თავშესაფრებში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 13 197 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 124 869, გამოჯანმრთელებულია 24 932.


