Accentnews.ge
ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

10/04/2020 20:01:55 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ბანკის მთავარი ღირებულება მისი თანამშრომლებია და აღნიშნავს, რომ ე.წ. კლასტერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია "არა ერთ უზუსტობას და დამახინჯებულ ფაქტს შეიცავს".

"საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ღირებულება მისი თანამშრომლებია. თითოეული მათგანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კოლეგების მდგომარეობა, რომლებიც ამ წუთებში სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობენ.

დასანანია, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არა ერთ უზუსტობას და დამახინჯებულ ფაქტს შეიცავს. ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა და დღესაც ეფუძნება ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციებს. ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შემდგომ ბანკმა გაატარა მრავალი ღონისძიება, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ რომ თანამშრომელთა უსაფრთხოება იყო, ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ გააკეთა დეტალური განმარტება.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კოლეგები მალე დაამარცხებენ ვირუსს და კვლავ ეროვნულ ბანკს შემოუერთდებიან. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას", – აცხადებენ ბანკში.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "მთავარმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ეროვნულ ბანკში ახალი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ 8 ადამიანი "კარანტინში" სამუშაოდ გადაიყვანეს და რვავე დაინფიცირდა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S