Accentnews.ge
თურქეთმა 31 პროვინციაში საგანგებო რეჟიმი შემოიღო

თურქეთმა 31 პროვინციაში საგანგებო რეჟიმი შემოიღო

10/04/2020 19:49:54 მსოფლიო

თურქეთმა 31 პროვინციაში 2–დღიანი საგანგებო რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგანგებო რეჟიმი დღეს საღამოდან ამოქმედდება.

ბოლო 24 საათში თურქეთში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიასა და ესპანეთში.

10 აპრილს თურქეთში ახალი კორონავირუსით 4747 ადამიანი დაინფიცირდა, იტალიაში – 3951, ესპანეთში – 4576.

უკანასკნელი მონაცემებით, თურქეთში ახალმა კორონავირუსმა 1,006 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 47 029, გამოჯანმრთელებულია 2 423.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S