იტალიაში საგანგებო რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა
10/04/2020 19:01:12 მსოფლიო
იტალიაში პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო რეჟიმი 3 მაისამდე გახანგრძლივდა.
„ეს რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რომელზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა მე მეკისრება“, – განაცხადა იტალიის პრემიერ–მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
მისივე თქმით, მიუხედავად საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებისა, მომავალ კვირაში გარკვეული მაღაზიები გაიღება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გაიხსნება წიგნის მაღაზიები და ის მაღაზიები, სადაც ბავშვთა ტანსაცმელი იყიდება.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო რეჟიმი 9 მარტს შემოიღო, რომლის მოქმედების ვადაც 14 აპრილს იწურებოდა.
იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ შემცირდა.
10 აპრილს ქვეყანაში COVID-19 –ით 570 ადამიანი გარდაიცვალა, 3951 დაინფიცირდა.
- 9 აპრილი – 610 დაიღუპა და 4 204 დაინფიცირდა
- 8 აპრილი – 542 დაიღუპა და 3 836 დაინფიცირდა
- 7 აპრილი – 604 დაიღუპა და 3 039 დაინფიცირდა
- 6 აპრილი – 636 დაიღუპა და 3 599 დაინფიცირდა
- 5 აპრილი – 525 დაიღუპა და 4316 დაინფიცირდა
- 4 აპრილი – 681 დაიღუპა და 4 805 დაინფიცირდა
- 3 აპრილი – 766 დაიღუპა და 4 585 დაინფიცირდა
- 2 აპრილი – 760 დაიღუპა და 4 668 დაინფიცირდა
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19–მა 18 849 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 147 577, გამოჯანმრთელებულია 30 455.


