ტრამპმა მოქალაქეებს წითელ პარასკევთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
10/04/2020 17:22:58 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წითელ პარასკევს საზოგადოებას საკურნებელი ლოცვების აღვლენას სთხოვს.
„ამ წმინდა პერიოდში, ჩვენი ერი ჩართულია, როგორც არასდროს, ბრძოლაში უხილავი მტრის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიძლია, შევიკრიბოთ ერთად, როგორც ამას ჩვეულებრივ აღდგომას ვაკეთებთ, შეგვიძლია, ეს წმინდა დრო ლოცვისთვის, ფიქრისთვის და უფალთან ჩვენი პირადი ურთიერთობის ზრდისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა CNN-ის ცნობით, ტრამპმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას და მოქალაქეებს მოუწოდა, გააგრძელონ ლოცვები საკურნებლად და მგლოვიარეთა სანუგეშოდ.
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 343 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 153 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 473 093 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექციას 17 836 ადამიანი ემხვერპლა.


