საქართველოდან სომხეთში 26 მოქალაქე გაემგზავრა
10/04/2020 14:24:12 მსოფლიო
საქართველოდან სომხეთში ამ ქვეყნის მოქალაქეების მორიგი – რიგით მეოთხე ჯგუფი გაეგმგზავრა 26 ადამიანის შემადგენლობით, - იუწყება საქართველოში სომხეთის საელჩო.
«სპეციალური ნებართვის საფუძველზე, რომელიც ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული, მარნეულის რაიონში გამოყოფილი დერეფნით, საპატრულო პოლიციის თანხლებით საელჩომ სომხეთის 26 მოქალაქე სამშობლოში გაამგზავრა», - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემოღების გამო სადახლოს გამტარი პუნქტისკენ მოქალაქეთა გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია.


