ბრაზილიაში კორონავირუსს მოზარდი ემსხვერპლა
10/04/2020 13:53:06 მსოფლიო
ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსს აბორიგენული ტომის წარმომადგენელი – 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა. ალვანეი ქსირიქსანი, რომელიც ბრაზილიის ყველაზე დიდ აბორიგენულ ტომს, იამონამის წარმოადგენდა, ბოა ვისტას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, ანთროპოლოგები და ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ ბრაზილიის 850 000-იან ძირძველ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელებას შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს.
იანომანის ტომი ბრაზილიის ჩრდილოეთით, ვენესუელას საზღვართან ცხოვრობს.


