Accentnews.ge
რუსეთში დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 1796 ახალი შემთხვევა აღირიცხა

რუსეთში დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 1796 ახალი შემთხვევა აღირიცხა

10/04/2020 11:20:55 მსოფლიო

დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1786-ით გაიზარდა და ამ დროისთვის სულ 11 917-ს შეადგენს, - იუწყება დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

ზრდის დიდი ნაწილი მოსკოვზე მოდის: ქალაქში გამოვლენილია 1124 ინფიცირებული. დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 18 მოქალაქე, მათგან 12 - მოსკოვში, 2 – კრასნოდარის მხარეში, თითო-თითო – ნიჟეგოროდის ოლქში, მარი ელის რესპუბოიკაში, სტავროპოლის მხარესა და იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში.

• რუსეთის 85 რეგიონიდან (ანექსირებული ყირიმის ჩათვლით) ინფექცია ჯერ-ჯერობით მხოლოდ სამში არ გამოვლენილა: ნენეცის ავტონომიურ ოლქში, ალტაის რესპუბლიკასა და ჩუკოტკაზე.

• 56 რეგიონში ადმინისტრაციებმა შემზღუდავი ზომები შეარბილეს.

• 11 917 ინფიცირებულიდან 795 გამოჯანმრთელდა, 94 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S