ჩინეთმა ძაღლები საკვებად გამოსადეგი ცხოველების სიიდან ამოიღო
10/04/2020 11:03:26 მსოფლიო
ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამოიღო ძაღლები იმ ცხოველების სიიიდან, რომელთა ხორცის მოხმარებაც ქვეყანაში ამ დრომდე დაშვებული იყო.
“ძაღლები აღარ უნდა განიხილებოდნენ ჩვეულებრივ შინაურ ცხოველებად. ცივილიზაციის განვითარებისა და ცხოველთა სიცოცხლეზე საზოგადოებრიობის ზრუნვის კვალდაკვალ ძაღლი ცხოველ-კომპანიონად იქცა", - ციტირებს სამინისტროს განცხადებას გამოცემა “Quartz”.
შინაური ცხოველების უკანასკნელ სიაში შეტანილია “ტრადიციული პირუტყვის” 13 (ღორები, ძროხები, ქათმები და ინდაურები) და “სპეციალური პირუტყვის” 18 (მაგალითად, ირმების) სახეობა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, სია საბოლოო არ არის და შეიძლება, სამომავლოდ გაფართოვდეს. დოკუმენტი 8 მაისამდე განხილვაზეა გატანილი. ამ დოკუმენტის გაჩენამ, როგორც გამოცემა აღნიშნავს, გააღრმავა ეჭვი, რომ COVID-19-ის აფეთქება გამოიწვია ახალმა კორონავირუსმა, რომელიც გარეული ცხოვრელებისგან ადამიანს გადაეცემა.
მანამდე, თებერვალში ჩინეთმა გარეული ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენება დროებით აკრძალა, თუმცა სამუდამო აკრძალვა ამ დრომდე არ შემოუღია.
2 აპრილს ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ შენჩჟენის ადმინისტრაციამ საკვებად ძაღლისა და კატის ხორცის გამოყენება პირველმა აკრძალა. ცხოვრელთა დაცვის ჰონკონგურ ჯგუფ Animals Asia-ს შეფასებით, ყოველწლიურად ჩინეთში საკვებად გამოსაყენებლად 10 მილიონ ძაღლსა და 4 მილიონ კატას კლავდნენ.


