Accentnews.ge
"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე დღეს არ არის რაიმე მოდური აქსესუარი"

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე დღეს არ არის რაიმე მოდური აქსესუარი"

10/04/2020 10:11:05 ეკონომიკა

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე დღეს არ არის რაიმე მოდური აქსესუარი", – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"რაც მთავარია, დღეს ეს საქართველოში იკერება, ეს არის ქართული წარმოების პირბადე. ახლა, ჩვენ 1000-მდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალო ფაბრიკებში, ვინც დღე და ღამე არიან ჩართულები ამის კერვაში. ჩვენთვის, ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი. მასალა, დოლბანდი შეირჩა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად დოლბანდის თვისებებისა და მთელი წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ჩვენ, ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს, აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია დღეს ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის“, - განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S