ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 1786 ადამიანი დაინფიცირდა
10/04/2020 08:57:48 მსოფლიო
ბოლო 24 საათში რუსეთში ახალი კორონავირუსით12 ადამიანი გარდაიცვალა და 1786 დაინფიცირდა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 94 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 11917.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 95 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 600 000–ს გადააჭარბა, 357 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული. 230 ადამიანიდან 52 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


