Accentnews.ge
აღდგომას საფლავებზე გასვლის აკრძალვას რუსეთის საპატრიარქომ მხარი დაუჭირა

აღდგომას საფლავებზე გასვლის აკრძალვას რუსეთის საპატრიარქომ მხარი დაუჭირა

10/04/2020 08:24:43 მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აკრძალოს აღდგომას საფლავებზე გასვლა,– ამის შესახებ რუსული მედია მოსკოვის საპატრიარქოს პრეს–სამსახურის წარმომადგენელზე ვლადიმირ ლეგოიდაზე დაყრდნობით იუწყება.

„მოსკოვის, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილება, აღდგომის დღეს გააუქმონ საფლავებზე მისვლა კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო – მოსალოდნელი და გონივრულად საფუძვლიანი ზომაა, რომელიც მრავალ ადამიანს საფრთხეს აარიდებს“, – დაწერა ლეგოიდამ სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S