Accentnews.ge
ჰარვი ვაინშტეინი ციხეში COVID-19-ისგან განიკურნა

ჰარვი ვაინშტეინი ციხეში COVID-19-ისგან განიკურნა

10/04/2020 08:19:06 მსოფლიო

ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი, რომელიც სექსუალური ხასიათის დანაშაულებისთვის ციხეში 23-წლიან სასჯელს იხდის, კორონავირუსისგან განიკურნა, - იუწყება Fox News.

დაავადება ვაინშტეინს საპატიმროში მარტის ბოლოს დაუდგინდა და იგი სამედიცინო იზოლატორში მოათავსეს. 68 წლის პროდიუსერმა COVID-19 მარტივი ფორმით გადაიტანა.

ჰარვი ვაინშტეინს განაჩენი 11 მარტს გამოუტანეს. მანამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ნიუ-იორკში დამნაშავედ სცნო პროდიუსერი სექსუალურ დანაშაულებში, მათ შორის - გაუუპატიურებაში. სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ ღრმად ნანობს ჩადენილს, თუმცა თავს უწოდა “ადამიანი, რომელიც სრულიად დაბნეულია მომხდარის გამო”. ვაინშტეინი კომპანიების Miramax და Weinstein Co თანადამფუძნებელი გახლავთ. იგი პროდიუსირებდა არაერთ ცნობილ ფილმს, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციებში “ოსკარი” აქვთ მიღებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S