იაპონია მხარდაჭერას ჰპირდება კომპანიებს, რომლებსაც წარმოების ჩინეთიდან გატანა სურთ
10/04/2020 07:49:56 მსოფლიო
იაპონია გეგმავს, კომპანიებს, რომლებსაც ჩინეთის დატოვება და წარმოების სხვაგან გადატანა სურთ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. კერძოდ, როგორც scmp.com წერს, იაპონიის მთავრობამ $2,2 მილიარდის მობილიზების შესახებ განაცხადა, რათა დაეხმაროს იაპონურ კომპანიებს, რომელთაც წარმოება ჩინეთში აქვთ და პრობლემები კორონავირუსის გამო შეექმნათ.
შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) კომპანიებს ჩინეთიდან იაპონიაში წარმოების გადასატანად მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი იენი კი ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადასატანად.
ცნობისთვის: ჩინეთი იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩინეთიდან იმპორტი თებერვალში კორონავირუსის გამო თითქმის განახევრდა.


