Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში

10/04/2020 07:59:22 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით გერმანიაში უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე იტალიაში. დღე–ღამის განმავლობაში გერმანიაში დაავადებით 266 ადამიანი დაიღუპა და 5 323 დაინფიცრდა. იტალიაში კი 610 ადამიანი გარდაიცვალა და 4 204 დაინფიცირდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, 9 აპრილს დაავადებამ 246 ადამიანი იმსხვერპლა და 4974 დაინფიცირდა.

8 აპრილს დაავადებამ 254 ადამიანი შეიწირა და 4003 დაინფიცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–ით 2 607 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 118 235, გამოჯანმრთელებულია 52 407.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს დაფიქსირდა. დაავადებით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრი ზრდა ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2 თვის შემდეგ დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S