მერკელი ამბობს, რომ საზოგადოებას ვაქცინას გამოგონებამდე კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოუწევს
10/04/2020 06:46:13 მსოფლიო
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოუწევს მანამ, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ.
„საჭიროა მოთმინება. ბევრია დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანებმა დისტანცია შეინარჩუნონ და ხელები ხშირად დაიბანონ“, - აღნიშნა მერკელმა პრესკონფერეციაზე.
მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ ვირუსის გავრცელება მცირედით შენელდა გერმანიაში, კორონავირუსი არ გაქრება მანამ, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - დასძინა კანცლერმა.
ცნობისთვის: მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 1 605 277 კორონავირუსის შემთხვევაა დარეგისტრირებული. ინფექციას 95751 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


