
ლანჩხუთში 20 წლის ბიჭი დაჭრეს
07/06/2019 11:44:03 სხვა, სამართალი
ლანჩხუთში 20 წლის ბიჭი დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაზარალებულს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს–ს ცნობით, სავარაუდო ბრალდებული დადგენილია და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.