რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა
09/04/2020 15:53:53 მსოფლიო
რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა და სადეისოდ 10131-ს შეადგენს.
ამის შესახებ განცხადება დღეს დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო ოპერატიულ შტაბში გაკეთდა.
მისივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 13 ადამიანი გარდაიცვალა, სულ კი გარდაცვლილია 76; დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 118 მოქალაქე, სულ კი გამოჯანმრთელებულია 698.


