Accentnews.ge
იტალიაში კორონავირუსმა 134 მედიკოსი იმსხვერპლა

იტალიაში კორონავირუსმა 134 მედიკოსი იმსხვერპლა

09/04/2020 14:35:42 მსოფლიო

იტალიის ექიმთა ასოციაციის FNOMCEO განცხადებით, ქვეყანაში ახალმა კორონავირუსმა (Covid-19) 100–ზე მეტი ექიმი შეიწირა.

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 104 ექიმი. მათ შორის არიან პენსიაზე გასული ექიმებიც, რომლებიც შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საექიმო პროფესიას თავიანთი სურვილით დაუბრუნდნენ.

„გარდაცვლილებს შორის არიან პენსიაზე გასული ექიმებიც, რომლებიც სამუშაოს თავიანი სურვილით დაუბრუნდნენ, რადგან არ არსებობს ყოფილი ექიმი, ექიმი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ექიმად რჩება“, – აცხადებენ იტალიის ექიმთა ასოციაციაში და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

იტალიური მედიის ცნობით, ექიმების გარდა, Covid-19–მა 30 მედდა და მედდის თანაშემწე იმსხვერპლა. მათგან 2–მა ინფიცირებულმა მედდამ რომის საავადმყოფოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსმა 17 669 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 139 422, გამოჯანმრთელებულია 26 491.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S