ბრიტანელი მეცნიერები: „შემზღუდველი ზომების შემსუბუქებისას პირველ რიგში, სამუშაოს უნდა დაუბრუნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მშობლებთან არ ცხოვრობენ“
09/04/2020 12:59:26 მსოფლიო
ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შემზღუდველი ზომების შემსუბუქებისას პირველ რიგში, ის ახალგაზრდები უნდა დაუბრუნდნენ სამუშაოს, რომლებიც მშობლებთან ერთად არ ცხოვრობენ.
მეცნიერების განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკურ ზიანის შემცირებისა და მწვავე რეცესიის თავიდან აცილებისთვის აღნიშნული ნაბიჯი საუკეთესო გამოსავალი იქნება.
მათივე შეფასებით, 2.6 მილიონი ახალგაზრდის დაბრუნება სამსახურებში, რომლებიც კერძო სექტორში მუშაობენ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, მათი გადაწყვეტილების მიზეზი არის ის ფაქტი, რომ, ახალი კორონავირუსის რისკის ჯგუფს ყველაზე ნაკლებად 20–დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მიეკუთვნებიან.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
უკანასკნელი მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში დაავადებამ 7 097 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 60 733, გამოჯანმრთელებულია 135.


