Accentnews.ge
16 სახელმწიფო, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა

16 სახელმწიფო, სადაც კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა

09/04/2020 10:38:16 მსოფლიო

ახალი კორონავირუსი (COVID-19) მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა არის გამონაკლისებიც — ქვეყნები, სადაც ინფიცირების შემთხვევა, ოფიციალური მონაცემებით, ჯერ–ჯერობით არ დაფიქსირებულა.

ოფიციალური მონაცემებით, სიაში შედის ჩრდილოეთ კორეაც, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ქვეყანაში დაავადება დადასტურებულია, თუმცა ამ ფაქტს მალავენ.

ქვეყნები, სადაც ახალი კორონავირუსი ჯერ არ დაფიქსირებულა:

  • ლესოტო
  • იემენი
  • თურქმენეთი
  • ტაჯიკეთი
  • ჩრდილოეთ კორეა
  • სოლომონის კუნძულები
  • ვანუატუ
  • ტონგა
  • სამოა
  • კირიბატი
  • ნაურუ
  • მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
  • პალაუ
  • ტუვალუ
  • მარშალის კუნძულები
  • ნიუე

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 88 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 500 000–ს გადააჭარბა, 332 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. 214 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S