Accentnews.ge
ღაჭავას ხანძრის სავარაუდო მიზეზზე ინფორმაცია მიაწოდეს: "ბევრი მტერი მყავს"

ღაჭავას ხანძრის სავარაუდო მიზეზზე ინფორმაცია მიაწოდეს: "ბევრი მტერი მყავს"

07/06/2019 10:51:43 სხვა, სამართალი

„ჩაინა ლილო სითის" მფლობელ ლაურა ღაჭავამ ეჭვი ეპარება, რომ ხანძარი ობიექტზე ელექტროსადენებიდან გაჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქამდე ვარაუდების გამოთქმისგან თავს იკავებდა, თუმცა მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, საიდან გაჩნდა ცეცხლი.

ის ითხოვს, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერების დალუქვა მისი თანდასწრებით მოხდეს. 

„მინდა, ჩემთან ერთად მოხდეს ვიდეოთვალის დალუქვა. ახლა ინფორმაციას ვიღებ,საიდანაც ცეცხლი წარმოიქმნა, იქ არც შუქი და არაფერი არ ყოფილა. უკვე ეჭვი მეპარება რაღაცებზე, რაზეც თავს ვიკავებდი. ჩინელებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საწყობიდან გაჩენილა ცეცხლი. საწყობი დაკეტილი იყო და შუქიც არ არის. დაკეტილი იყო და მითხარით, ცეცხლი საიდან გაჩნდა?! ვინმემ რაღაცა ხომ არ შეაგდო?! თუ ვინ, ამას ვერ ვამბობ ჯერ. ძალიან ბევრი მტერი მყავს. არ ვიცი, ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა. ამას ჩემი შვილების საქმიანობას არა, უფრო ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ, ალბათ, ვიღაცას ხელს ვუშლი", - განაცხადა ღაჭავამ.

"ჩაინა ლილო სითის" ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად დამწვარ ობიექტზე შევიდნენ დაზარალებულებიც. ისინი ადგილზე ეცნობიან ხანძრის შედეგად სავაჭრო ობიეტზე შექმნილ ვითარებას. ადგილზე შესვლის უფლება არ მიეცა ლაურა ღაჭავას.

ცნობისთვის: ხანძარი წუხელ გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზარალდნენ მოვაჭრეები. 

ამავე თემაზე: ლაურა ღაჭავა: "250 მკერავი სახლში მიზის"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S