ავსტრალიელი მეცნიერების მტკიცებით, მათ COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატს მიაკვლიეს
09/04/2020 08:47:14 მსოფლიო
ანტიპარაზიტარული პრეპარატი ივერმენტინი შესაძლოა, ეფექტური იყოს COVID-19-ის მკურნალობისას, - თვლიან ავსტრალიელი მეცნიერები, რომელთა დასკვნა ჟურნალ Antiviral Research-ში გამოქვეყნდა.
მათივე დაკვირვებით, პრეპარატი 48 საათის განმავლობაში ინფიცირებულ უჯრედში კორონავირუსის შემცველობას თითქმის 5 000-ჯერ ამცირებს.
ივერმენტინის ინიექციები ინფიცირებიდან ორ საათში კეთდებოდა, 24 საათის შემდეგ ვირუსების რაოდენობა 93%-ით მცირდებოდა, 48 საათში კი - უკვე 99%-ზე მეტით ცნობისთვის: კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 1,4 მლნ-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 84 ათასზე მეტი.


