Accentnews.ge
ტრამპის კრიტიკის შემდეგ მაკრონი WHO–ს გენდირექტორს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ტრამპის კრიტიკის შემდეგ მაკრონი WHO–ს გენდირექტორს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

09/04/2020 08:39:28 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO ) გენდირექტორს შორის სატელეფონი საუბარი გაიმართა. აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ–ის პრეზიდენტმა WHO „ჩინეთზე ორიენტირებულად“ მოიხსენია და პანდემიის დროს „არასწორი რეკომენდაციების“ გაცემაში დაადანაშაულა.

”პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა WHO–ს გენდირექტორ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ არ ისურვებდა ორგანიზაცია აშშ–ჩინეთის ომში ჩათრეული ეხილა“, – აცხადებენ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს ტრამპმა WHO მწვავედ გააკრიტიკა

„WHO, რომელიც უმეტესწილად აშშ–სგან ფინანსდება, რატომღაც ჩინეთზე ორიენტირებული უფრო არის. ჩვენ ამას სათანადო შეფასებას მივცემთ. საბედნიეროდ, დასაწყისშივე უარი განვაცხადე მათ რჩევაზე, დამეტოვებინა საზღვრები ღია ჩინეთისთვის. რატომ მოგვცეს ასეთი არასწორი რეკომენდაცია?“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

„რატომ უნდა მაღელვებდეს ჩემზე თავდასხმა მაშინ, როცა ხალხი იღუპება?“, – ასე უპასუხა გუშინ ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ტრამპის განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას.

„ვიცი, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ტედროსი უბრალოდ ერთი წერტილია მთელ სამყაროში. ნამდვილად მირჩევნია, ჩემი მთელი ყურადღება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე მივმართო“, – განაცხადა WHO –ს გენდირექტორმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S