Accentnews.ge
აშშ და რუსეთი ერთმანეთს ფილიპინების ზღვაში პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

აშშ და რუსეთი ერთმანეთს ფილიპინების ზღვაში პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

07/06/2019 10:48:24 სხვა, მსოფლიო

აშშ და რუსეთი ერთმანეთს ფილიპინების ზღვაში პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.  კერძოდ, დღეს დილით რუსეთის საზღვაო ძალებმა ამერიკული Chancellorsville საბრძოლო ხომალდი პროვოკაციულ მანევრირებაში დაადანაშაულა. 

„აშშ–ის ხომალდმა Chancellorsville ისეთი მანევრი გააკეთა, რომ ჩვენს საბრძოლო ხომალდ Admiral Vinogradov–ს 50 მეტრით მიუახლოვდა. ჩვენმა გემმა შეჯახებისგან თავის არიდების მიზნით მყისიერი რეაგირება მოახდინა“, – აცხადებენ რუსეთის საზღვაო ძალებში.

მოგვიანებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო ამერიკულმა მხარემ გაავრცელა და რუსეთი „პროვოკაციულ და არაპროფესიონალურ“ მოქმედებაში დაადანაშაულა:

„რუსულმა Admiral Vinogradov–მა სახიფათო მანევრი შეასრულა. ჩვენს ხომალდს მიუახლოვდა და დისტანცია მხოლოდ 15 მეტრს შეადგენდა“.  



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S