ჩინეთის პრეზიდენტმა ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღის რისკის შესახებ გააფრთხილა
09/04/2020 08:03:45 მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყანა ახალი ტიპის კორონავირუსის მეორე ტალღის განვითარების რისკის შესახებ გააფრთხილა,– იუწყება CNN.
სიმ აღნიშნა, რომ გლობალურ ეკონომიკაზე მიმდინარე წნეხის ფონზე არასტაბილური და გაურკვეველი ფაქტორები იზრდება.
მან მთავრობას ინფიცირების შემოტანილი შემთხვევების ზედმიწევნით კონტროლისკენ მოუწოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


