Accentnews.ge
იტალიის პრემიერი განმარტავს, ქვეყანაში მკაცრი ზომები რატომ არ იქნა მიღებული

იტალიის პრემიერი განმარტავს, ქვეყანაში მკაცრი ზომები რატომ არ იქნა მიღებული

09/04/2020 07:55:55 მსოფლიო

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ქვეყნის მთავრობის მიმართ კრიტიკას უპასუხა იმის სესახებ, რომ იტალიაში სათანადოდ მკაცრი ზომები არ იქნა მიღებული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

„დრო რომ უკან დაბრუნდეს იგივეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. ჩვენ მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა“,-აღნიშნა კონტემ.

ცნობისთვის: იტალიის მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს არასათანადოდ მკაცრი ზომების მიღების გამო. ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები რეალურად არ მოქმედებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S