ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 224 ადამიანი დაინფიცირდა
09/04/2020 08:06:47 მსოფლიო
ბოლო 24 საათში უკრაინაში ახალი კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა და 224 დაინფიცირდა
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დაავდება უკრაინაში 1 892 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 და გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 88 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 500 000–ს გადააჭარბა, 332 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. 214 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


