Accentnews.ge
ახალ ზელანდიაში მამაკაცს, რომელმაც პოლიციელს შეაფურთხა, პატიმრობა მიუსაჯეს

ახალ ზელანდიაში მამაკაცს, რომელმაც პოლიციელს შეაფურთხა, პატიმრობა მიუსაჯეს

09/04/2020 07:44:01 მსოფლიო

ახალ ზელანდიაში მამაკაცს, რომელმაც პოლიციელს შეაფურთხა, 3–თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შს სამინისტრო ავრცელებს. თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ იყო თუ არა მსჯავრდებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული.

ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, თუ ადამიანი ადამიანს შეაფურთხებს და ამის გამო მსხვერპლი დაინფიცირდება, თავდამსხმელს 14–წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში Covid-19–მა 1 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 1239.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 88 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 500 000–ს გადააჭარბა, 332 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. 214 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S