Accentnews.ge
4–დღიანი კლების შემდეგ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

4–დღიანი კლების შემდეგ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

09/04/2020 07:26:00 მსოფლიო

4–დღიანი კლების შემდეგ გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დაავადებამ 246 ადამიანი იმსხვერპლა და 4974 დაინფიცირდა.

8 აპრილს დაავადებამ 254 ადამიანი შეიწირა და 4003 დაინფიცირდა.

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19–ით 2349 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 113 296, გამოჯანმრთელებულია 46 300.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს დაფიქსირდა. დაავადებით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მკვეთრი ზრდა ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2 თვის შემდეგ დაიწყო.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 88 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 500 000–ს გადააჭარბა, 332 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. 214 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S