Accentnews.ge
"თუ ხალხი გარეთ გამოსვლას დაიწყებს, ეპიდემიის მეორე მწვავე ტალღას ვიხილავთ“

"თუ ხალხი გარეთ გამოსვლას დაიწყებს, ეპიდემიის მეორე მწვავე ტალღას ვიხილავთ“

09/04/2020 07:13:32 მსოფლიო

კორონავირუსის საკითხზე თეთრი სახლის კოორდინატორის დებორა ბირქსის განცხადებით, აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში იმედის მომცემი ნიშნები გამოვლინდა, თუმცა მოსახლეობამ გარეთ გამოსვლა არ უნდა დაიწყოს .

დებორა ბირქსის თქმით, კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატებმა ძალიან ადრე აამოქმედეს სოციალური დისტანცირება და მათი მრუდი მუდმივად ბრტყელია, რაც იმედის მომცემია.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა იმედის მომცემი ეს ადრეული ნიშნები იზოლაციის რეჟიმიდან გამოსვლის საბაბად არ გამოიყენოს. თუ ხალხი გარეთ გამოსვლასა და სოციალურ ინტერაქციას დაიწყებს, ეპიდემიის მეორე მწვავე ტალღას ვიხილავთ“, - აღნიშნა მან.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების სულ 430 376 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 739 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 23 707 გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S