საქართველოს სამეზობლოში პანდემია უფრო და უფრო ძლიერდება
09/04/2020 07:16:12 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში პანდემია უფრო და უფრო ძლიერდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.
- თურქეთი: 38 226 ინფიცირებული, 812 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 822 ინფიცირებული, 8 გარდაცვლილი
- სომხეთი: 921 ინფიცირებული, 10 გარდაცვლილი
- რუსეთი: 8 672 ინფიცირებული, 63 გარდაცვლილი
არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 88 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 500 000–ს გადააჭარბა, 332 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. 214 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


