Accentnews.ge
იტალიის პრემიერი: „თუ ინფიცირების შემთხვევათა კლება გაგრძელდა, შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნა აპრილის ბოლოდან დავიწყოთ“

იტალიის პრემიერი: „თუ ინფიცირების შემთხვევათა კლება გაგრძელდა, შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნა აპრილის ბოლოდან დავიწყოთ“

09/04/2020 06:08:00 მსოფლიო

იტალიის პრემიერ– მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა, აპრილის ბოლოდან დაიწყონ.

„თუ ინფიცირების შემთხვევათა კლება გაგრძელდა, შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნა აპრილის ბოლოდან ნელ–ნელა დავიწყოთ“, – განაცხადა კონტემ BBC–სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, მეცნიერებმა თუ დაადასტურეს, შესაძლოა, ზოგიერთი შეზღუდვა თვის ბოლოს შემსუბუქდეს, თუმცა, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ და მაქსიმალური სიფრთხილით განხორციელდება.

იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღეებში იკლებს.

  • 8 აპრილს ქვეყანაში COVID-19 –ით 542 ადამიანი გარდაიცვალა, 3 836 დაინფიცირდა.
  • 7 აპრილი – 604 დაიღუპა და 3 039 დაინფიცირდა
  • 6 აპრილი – 636 დაიღუპა და 3 599 დაინფიცირდა
  • 5 აპრილი – 525 დაიღუპა და 4316 დაინფიცირდა
  • 4 აპრილი – 681 დაიღუპა და 4 805 დაინფიცირდა
  • 3 აპრილი – 766 დაიღუპა და 4 585 დაინფიცირდა
  • 2 აპრილი – 760 დაიღუპა და 4 668 დაინფიცირდა

უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19–მა 17 669 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 139 422, გამოჯანმრთელებულია 26 491.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S