პომპეო ჯანმო–სგან რიგი ქვეყნების დასჯას მოითხოვს
09/04/2020 05:54:38 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდა, დასაჯოს ქვეყნები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას მალავენ.
„ქვეყნები, რომლებიც ამ წესებს არ იცავენ, უნდა დაისაჯონ და გარკვეული თანხებით უნდა დაჯარიმდნენ“ – განაცხადა პომპეომ და დასძინა, რომ ჯანმო პასუხისმგებელია, ჯანდაცვის საერთაშორისო წესებს ყველა სახელმწიფო იცავდეს.
ამასთნ, მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას საკმარისად სწრაფად არ ავრცელებდა:
„ვირუსი დაიწყო ჩინეთიდან და დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ახლაც გვჭირდება ინფორმაცია. საქმე არ ეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის ვინმესთვის დაკისრებას. ჩვენ ვსაუბრობთ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა ამერიკელების და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეების გადასარჩენად. თუ ქვეყნები მალავენ ინფორმაციას, მაშინ ადამიანები კვდებიან“.


