Accentnews.ge
გარდაბანში ცოლ–ქმარი წამებით მოკლეს

გარდაბანში ცოლ–ქმარი წამებით მოკლეს

07/06/2019 10:21:34 სხვა, სამართალი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში წუხელ ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც ადგილობრივებმა "კვირის პალიტრას" უამბეს ცხედრებს თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ, ამასთან სახე იმდენად აქვთ დაზიანებული, რომ ახლობლებს მათი ამოცნობა გაუჭირდათ. 

ადგილობრივების ინფორმაცით, ცოლ-ქმარი გარდაბანში მცირე  ბიზნესით იყო დაკავებული, თუმცა თავდამსხმელებს სახლში ხელი არაფრისთვის უხლიათ, მხოლოდ წარწერები დატოვეს კედელზე – "დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით“. მიმართვის ადრესატი მოკლული ცოლ–ქმრის ვაჟია, რომელიც  ამ დროისთვის რუსეთში იმყოფება. 

ახლობლები ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას განიხილავენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობის ფაქტზე საქმე 109-ე მუხლითაა აღძრული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში).


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S