WHO –ს გენდირექტორი: „რატომ უნდა მაღელვებდეს ჩემზე თავდასხმა მაშინ, როცა ხალხი იღუპება?“
08/04/2020 17:02:42 მსოფლიო
„რატომ უნდა მაღელვებდეს ჩემზე თავდასხმა მაშინ, როცა ხალხი იღუპება?“, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენდირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აშშ–ის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას.
„ვიცი, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ტედროსი უბრალოდ ერთი წერტილია მთელ სამყაროში. ნამდვილად მირჩევნია, ჩემი მთელი ყურადღება ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე მივმართო“, – განაცხადა WHO –ს გენდირექტორმა.
იხილეთ ასევე: დონალდ ტრამპი: „რატომ მოგვცა WHO–მ ასეთი არასწორი რეკომენდაცია?! ყველაფერს სათანადო შეფასებას მივცემთ“


