2 დღეა, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ კვლავ შემცირება დაიწყო
08/04/2020 16:37:34 მსოფლიო
3 დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით, ბოლო 24 საათში მცირედით გაიზარდა.
8 აპრილს ქვეყანაში COVID-19 –ით 542 ადამიანი გარდაიცვალა, 3 836 დაინფიცირდა.
- 7 აპრილი – 604 დაიღუპა და 3 039 დაინფიცირდა
- 6 აპრილი – 636 დაიღუპა და 3 599 დაინფიცირდა
- 5 აპრილი – 525 დაიღუპა და 4316 დაინფიცირდა
- 4 აპრილი – 681 დაიღუპა და 4 805 დაინფიცირდა
- 3 აპრილი – 766 დაიღუპა და 4 585 დაინფიცირდა
- 2 აპრილი – 760 დაიღუპა და 4 668 დაინფიცირდა
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19–მა 17 127 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 135 586, გამოჯანმრთელებულია 24 392.


